არტიკლი


ინგლისურ ენაში არის ორი სახის არტილი:

განუსაზღვრელი - a, an (იხმარება მაშინ, როცა საგანი ნაცნობი არაა იმათთვის, ვისაც ვესაუბრებით)
I saw an elephant this morning - მე დღეს სპილო დავინახე
I ate a banana for breakfast - მე ვჭამე ბანანი საუზმეზე


a, an ასევე იხმარება პროფესიების წინ:
I am an English teacher - მე ვარ ინგლისურის მასწავლებელი
I am an artist - მე ვარ ხელოვანი


განსაზღვრული - the (იხმარება მაშინ, როცა მსმენელმა იცის ზუსტად რაზე ვსაუბრობთ)
The apple you ate was green - ვაშლი, რომელიც შენ ჭამე იყო მწვანე
Did you lock the car? - მანქანა ჩაკეტე?


the ასევე იხმარება მაშინ, როცა საგანი უკვე ნახსენები გვაქვს:
She has got two children: a girl and a boy. The girl's eight and the boy's fourteen - მას ჰყავს ორი ბავშვი: გოგო და ბიჭი. გოგო 8 წლისაა, ბიჭი 14-ის.


the იხმარება მაშინაც, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რაც მხოლოდ ერთი არსებობს:
the rain - წვიმა, the sun - მზე, the wind - ქარი, the world - მსოფლიო, the earth - დედამიწა, the White House - თეთრი სახლი.